მთელი ციხე იცინის, რომ ლიმონათი უყვარს - კობახიძეს სააკაშვილის შიმშილობის ისევ არ სჯერა

02.11.21 13:25
მთელი ციხე იცინის, რომ ლიმონათი  უყვარს - კობახიძეს სააკაშვილის შიმშილობის ისევ არ სჯერა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, ისევ არ სჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს. კობახიძემ მესამე პრეზიდენტზე კვლავ ცინიკური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ სააკაშვილი ლიმონათს სვამს. 

შიმშილობა სინამდვილეში არის იმიტირებული და ამაზე კონკრეტული ინფორმაცია არსებობს. იუსტიციის სამინისტრომაც გააკეთა განცხადება და მიაწოდა ინფორმაცია საზოგადოებას. მთელი ციხე იცინის, რომ ლიმონათი  უყვარს - განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები