ოპოზიციის პოლიტიკური ბოიკოტი - დეკანოიძის თქმით, "სააკაშვილის მიმართვის სულისკვეთებას იზიარებს"
ოპოზიციის პოლიტიკური ბოიკოტი - რა ფორმით შუერთდება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პროტესტს, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
ენმ-ს პარლამენტის დატოვება მსჯავრდებულმა პრეზიდენტმა უკვე სთხოვა.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე, აცხადებს, რომ ის მიხეილ სააკაშვილის მიმართვის სულისკვეთებას აბსოლუტურად იზიარებს:
თქვენ ესაუბრებით ადამიანს, რომელიც ორი თვეა ველზეა. მათ შორის კენჭს იყრიდა ქუთაისის მერობაზე, რაც აპრიორი გულისხმობს იმას, რომ რა თქმა უნდა, მანდატი უნდა დაგვეთმო.
მიხეილ სააკაშვილის მიმართვის სულისკვეთებას აბსოლუტურად ვიზიარებ. ჩვენი პარტია ამ სულისკვეთებას ძალიან დიდი ხანი იზიარებდა. დიდი სურვილი მექნებოდა, რომ მათ შორის ჩვენი ფრაქციის წევრებს ,გუნდურად მიეღოთ გადაწყვეტილება და ჩართულიყვნენ იმ პროცესში, რომელიც გულისხმობს პარტიისა და ფრაქციის გუნდურობას.
პარტიის გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში გაგაცნობთ. ახლა მთავარი საზრუნავი ჩვენთვის პროტესტია, რომელიც დღეს არის ბათუმში და იწყება რუსთავის ციხესთან"- აცხადებს დეკანოიძე.