სახელმწიფო გადატრიალების საქმე - მოწმეებს სუსი აედევნა და გაჩხრიკა

02.11.21 13:45
სახელმწიფო გადატრიალების საქმე -  მოწმეებს სუსი აედევნა და გაჩხრიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო  შეთქმულების მოწყობის  საქმეზე  3 პირი, ბესო წერედიანი, გიორგი შერვაშიძე და დავით მახარაძე, გამოიკითხნენ. ოპოზიციის წევრები საქმეზე მოწმის სტატუსით დაიკითხნენ. პროცესის დასრულების შემდეგ კი სასამართლოდან გამოსულ მოწმეებს სუს-ის თანამშრომლები აედევნენ და მათი ჩხრეკა განახორციელეს. 

კითხვები რამდენიმე დღის წინ სუს-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს ეხება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ჩანაწერის ფიგურანტებს  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, გლდანის ციხის საავადმყოფოში  გადაყვანისათვის ხელი რომ შეეშალათ, კერძოდ, მათ  ჰქონდათ განზრახვა, მოეწყოთ  გარკვეული სახის პროვოკაციები და შეეფერხებინათ მოძრაობა. ფარული ჩანაწერი სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაშია ჩაწერილი. ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ მათ დესტაბილიზაცია დაგეგმილი არ ჰქონდათ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე" გამოძიება  რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

მსგავსი სიახლეები