დაკავებები ქუთაისში - წინასწარი მოთავსების იზოლატორთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ქუთაისის წინასწარი მოთავსების იზოლატორთან ამ დროისათვის საპროტესტო აქცია მიმდნარეობს. ადგილზე ჩავიდა ზურა "გირჩი" ჯაფარიძეც. აქციის მონაწილეები სუფსიდან რუსთავის ციხისკენ ფეხით მიმავალი აქტივისტები არიან. ისინი ადგილზე ოპოზიციის ქუთაისის ვიცე-მერობის კანდიდატის და ასევე, სხვა აქტივისტების გათავისუფლებას ითხოვენ, თუმცა ამბობენ, რომ მათ მთავარ მოთხოვნად საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათვაისუფლება რჩება.
ჩვენი მოთხოვნაა, პირველ რიგში, გათავისუფლდეს ის ოთხი პოლიტპატიმარი, რომელიც გუშინ დააკავეს და გამიზნულად შეაჩერეს ის პროტესტი, რასაც ფეხით მსვლელობა ჰქვია, მაგრამ ჩვენ დავიძარით ფეხით მსვლელობით , ის აუცილებლად მივა რუსთავის რუსულ ციხემდე და ის ბაშვებიც იქნებიან ძალიან მალე თავისუფლები. მთავარი მოთხოვნა რჩება "თავისუფლება საქართველოს მესამე პრეზინდეტ მიხეილ სააკაშილს", - ამბობს პროტეტის ერთ-ერთი მონაწილე.
ცოტა ხნის წინ იმერეთის წინასწარი მოთავსების იზოლატროთან მივიდა ზურაბ "გირჩი" ჯაფარიძეც. ჯაფარიძე ასევე იმედა კლდიაშვილის გათავისუფლებას ითხოვს.
დაკავებულია "გირჩის" მმართველი საბჭოს წევრი, რომელიც ასეევ ქუთაისი ვიცე მერობის კანდიდატი იყო ერთიანი ოპოზიციიდან. დააკავეს გუშნ სუს-თან,. მან ჩაიდინა სამოქალაქო დაუმორჩლებლობის აქტი. მან გააპროტესტა გუშნ ერთ-ერთი ქალბატონთან დაკავშირებით პრობლემა. მანქანა გააჩერა და მანქანაში იჯდა, მეტი არაფერი გაუკეთებია. ძალით გადმოათრიეს, დააპატიმრეს, ახლა ჰყავთ აქ კაპეზეზე, - თქვა ჯაფარიძემ.
ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიტატი იმედა კლდიაშვილი გუშინ დააკავეს. კლდიაშვილს ხელბორიკილები პოლიციამ საკუთარ ავტომობილში დაადო. მას გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდაღვევას ედავება.