წადით, დაცალეთ ველი - ზილფიმიანი ,,ენმ"-ს
საქართველოს პარლამენტის წევრი, დავით ზილფიმიანი, ,,ნაციონალურ მოძრაობას" "ველის დაცლისკენ" მოუწოდებს.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ზილფიმიანმა თქვა, რომ ,,ენმ"-ს გასვლა "ჯანმრთელი ოპოზიციის გაზრდას" შეუწყობს ხელს:
ველის დაცლა არის ერთადერთი გამოსავალი, რომ ოპოზიცია გაღვივდეს და გაიზარდოს, ჯანმრთელი ოპოზიცია. რა მობილიზაციაც არ უნდა იყოს, ხალხის ის დიდი მასა, ვინც მათი წარსული ნახა, არ დაუშვებს ცვლილებას იმ კოალიციით, რომელშიც შედის ,,ნაციონალური მოძრაობა". წადით, დაცალეთ ველი. ქუჩაში კი არ უნდა წახვიდეთ, ღმერთმა მოგცათ იმის საშუალება, რომ ამ ბოროტებაზე არ გაგებინათ არავინ პასუხი, წადით, დაცალეთ ველი", - მიმართა დეპუტატმა ,,ენმ"-ს