პრობლემები საზღვარზე - უკრაინის ომბუდსმენი საქართველოს ელჩისგან განმარტებებს ითხოვს
exo kavkaza-ს ინფორმაციით, უკრაინის ომბუდსმენმა უკრაინის მოქალაქეეების საქართველოში შეშვების დროს სასაზღვრო კონტროლის გაჭიანურების გამო შეშფოთება გამოხატა.
შეშფოთებული ვარ, რომ 2021 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, საქართველოში ჩვენს საელჩოში შემოდის უკრაინის მოქალაქეთა განცხადებები, რომლებიც უკმაყოფილებას გამოხატავენ საზღვარზე გაჭიანურებულ კონტროლის გამო. ასევე, მათ უსაფუძვლოდ აიძულებენ, დაბრუნდენენ უკრაინაში. - აღნიშნა დენისოვამ შეხვედრის დროს.
უკრაინის ომბუდსმენმა ასევე ელჩს განუცხადა, რომ მსგავსი პრობლემები მან საკუთარ თავზე გამოსცადა, როცა საქართველოში იმყოფებოდა უკრაინის მოქალაქის, რეფორმების საბჭოს კომიტეტის ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის, მოსანახულებლად.
მისი ინფორმაციით, სანამ საქართველოში შესვლის უფლებას მისცემდნენ, მესაზღვრეებმა ის 40 წუთის განმავლობაში დააყოვნეს ისე, რომ არავითარი ახსნა-განმარტება არ მიუციათ და არც მისი დიპლომატიური პასპორტისთვის მიუნიჭებიათ მნიშვნელობა.
უკრაინის ომბუდსმენმა ელჩს იმის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, რომ საქართველოში არ შეუშვეს უკრაინელი ადვოკატი ევგენი გრუშოვეცი, სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელი, მარია ბარაბაში, ჟურნალისტები დიმიტრი გორდონი და ალისია ბაცმანი. მათ დოკუმენტები მხოლოდ უკრაინაში დაბრუნების დროს, თვითმფრინავში, დაუბრუნეს.
გამოცემის ინფორმაციით, დენისოვამ შეხვედრაზე საქართველოს ელჩისგან აღნიშნული ფაქტების გამო განმარტება მოითხოვა.