არანაირი ვალდებულება არ გვაქვს, კონსტიტუციური ცვლილებები მივიღოთ - "ქართული ოცნება"
"ქართული ოცნება" შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაზე უარს ამბობს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მამუკა მდინარაძე ირწმუნება, რომ მმართველ გუნდს ცვლილებების მიღებაზე არანაირი ვალდებულება არ აუღია.
ჩვენ არანაირი ვალდებულება არ გვაქვს, რომ კონსტიტუციური ცვლილებები მივიღოთ, ეს ალბათ ყველამ კარგად იცის. მეორე - საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობის გაგრძელება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება არის და იქნება ჩვენი კეთილი ნება, ანუ თუ ჩვენ ამ ნებას დავაფიქსირებთ, გამოვხატავთ და ამისთვის მზად ვართ, მაშინ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებული იქნება და ჩვენ ამაზე სამსჯელოთ მზად ვართ, - თქვა მდინარაძემ.
იდენტური განცხადება გააკეთა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, თუ უმრავლესობა თუ არ იქნა, ბუნებრივია, საკონსტიტუციო ცვლილებას ვერ მიიღებენ:
ეს არ არის აუცილებელი საკითხი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, ამიტომ ეს მათი არჩევანია და მათი გადაწყვეტილებაა. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ მსჯელობას ბარიერის დაწევაზე, ეს იქნება სამსჯელო თემა, მაგრამ რომ არ შეიცვალოს კონსტიტუციაში არაფერი, ამით დემოკრატიულ განვითარებას არავითარი ზიანი არ მიადგება, შეიძლება უკეთესიც კი იყო დემოკრატიული განვითარებისთვის იმიტომ, რომ პროპორციული სისტემა 5%-იანი ბარიერით არის აბსოლუტურად ლეგიტიმური და დემოკრატიული მოცემულობა.
არავითარი ვალდებულება ჩვენ არ გვაქვს, რომ რაიმე საკონსტიტუციო ცვლილება მივიღოთ"- განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.