კარგი იქნება, რომ ენმ-მ პარლამენტი დატოვოს, მაგრამ არის ორი დეტალი - მიხეილ სააკაშვილი

02.11.21 15:24
კარგი იქნება, რომ ენმ-მ პარლამენტი დატოვოს, მაგრამ არის ორი დეტალი - მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ მორალურად და სამართლებრივად სწორი იქნება, თუ ენმ პარლამენტს დატოვებს. მესამე პრეზიდენტის პოზიცია მისმა თანაგუნდელმა, ეკა ხერხეულიძემ გაასაჯაროა, რომელმაც სააკაშვილი საპატიმროში  ცოტა ხნის მოინახულა.

ოპოზიციონერი დეპუტატის ინფორმაციით, მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილისთვის ახლა ორი რამ არის მნიშვნელოვანი. პირველი, ის, რომ მისი თანაგუნდელების მასთან საპატიმროში შესვლას ვეღარ შეძლებენ და მეორე, საკონსტიტუციო ცვლილებებია, რომელიც აუცილებლად უნდა გახორციელდეს. 

დღევანდელი ვიზიტის შემდეგ მე ვეღარ ვიტყვი, რომ ის ჯანმრთელად არის სრულად, ყოველ შემთხვევაში, ეს ვიზუალურადაც ეტყობა, რომ უკვე სერიოზული სისუსტე აღენიშნება. რა თქმა უნდა, ეს უკვე არის საგანგაშო, მიზი პოზიცია უცვლელია შიმშლობასთან დაკავშირებით, პარლამენტის ბოიკოტთან დაკავშირებით ის იგივენაირად ფიქრობს, რომ გუშინდელი პოზიცია მისი იყო სწორი, რომ მისმა ფრაქციამ, ვგულისხმობ ენმ-ს ფრაქციამ მორალურადაც და სამართლებრივადაც კარგი იქნება, რომ დატოვოს პარლამენტი, მაგრამ ის მნიშვნელოვნად მიიჩნევს ორ დეტალს: ის, რომ მე დღეს მასთან ვიყავი და ახლა გამოვედი, ეს არის შესაძლებლობა მხოლოდ და მხლოდ იმის, რომ მე მაქვს მანდატი საქართველოს პარლამენტის და დეპუტატის. ეს შესაძლებლობა კვდება და ის ხედავს ძალიან დიდი რისკს ამაში, როდესაც მის თანაგუნდელებთან მთლიანად ეხერგება გზა კომუნიკაციის და ასევე, მეორე საკონსტიტუცი კენჭისყრებთან დაკავშირებით, ეს არის, პირდაპირ მის სიტყვებს ვიმეორებ, ეს არის ვალდებულება ქართველი ხალსი წინაშე  და ჩვენ ეს ჩასატარებელი გავქვს, - თქვა ხერხეულიძემ. 

მსგავსი სიახლეები