"მანდატების დატოვებით "ოცნება" გაძლიერდება" - პარლამენტში დარჩენილი ოპოზიციის არგუმენტები

02.11.21 15:37
"მანდატების დატოვებით "ოცნება" გაძლიერდება" - პარლამენტში დარჩენილი ოპოზიციის არგუმენტები

პარლამენტში მყოფი ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში მყოფ კოლეგებს მოუწოდებენ, აიძულონ მთავრობა  საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე გაიტანოს. "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ ოპოზიციამ "ქართულ ოცნებას" ხელი პირობის დარღვევაში არ უნდა შეუწყოს. 

ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ არ მიიღონ ეს ცვლილებები. ამის საშუალება არ უნდა მისცეს ოპოზიციამ. პირობა აქვს დადებული "ოცნებას", რომ გამოიტანს მეორე და მესამე მოსმენაზე ამ ცვლილებებს. ჩვენ ისინი უნდა ვაიძულოთ, არ უნდა მივცეთ არანაირი საბაბი თქვან, რომ ოპოზიცია არ შემოდის სხდომაზე და ამიტომ არ გამოგვაქვს საკითხი. გამოვიტანოთ საკითხი, პირობას თუ არღვევს "ქართული ოცნება" დაარღვიოს "ქართულმა ოცნებამ", - ამბობს ხათუნა სამნიძე. 

პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატი, ანა ბუჩუკური მიიჩნევს, რომ მანდატების დატოვებით ოპოზიცია  "ოცნებას" გააძლიერებს და პარალელურად ვერც საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების საკითხს მიიყვანს ბოლომდე. 

ოპოზიციის ვალდებულებაც არის, რომ ეს დაწყებული ინიციატივა და ცვლილებები ბოლომდე მივიყვანოთ, ზოგიერთი პარლამენტარი და ოპოზიციის წარმომადგენელი პირიქით ხელს უწყობს, რომ ორგანიზაცია "ოცნებას" ათქმევინოს ის, რასაც ხშირად იმეორებს ხოლმე, ეს არის "ოცნების" გაძლიერება არათანმიმდევრულობით და ამ გაურკვეველი ახსნებით საკუტარი მანდატის დატოვების შესახებ", - ამბობს ანა ბუჩუკური. 

მსგავსი სიახლეები