"41 დღეს აღმოჩნდება სასაცილო მდგომარეობაში" - მამუკა მდინარაძეს მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის არ სჯერა

02.11.21 15:38
"41 დღეს აღმოჩნდება სასაცილო მდგომარეობაში" - მამუკა მდინარაძეს მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის არ სჯერა

"ქართული ოცნების" ლიდერს, მამუკა მდინარაძის მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის არ სჯერა. მისი თქმით, იუსტიციის სამინისტრო მსჯავრდებულის ნებართვის გარეშე ინფორმაციას ვერ გაასაჯაროებს, რითაც სააკაშვილი სარგებლობს, თუმცა შიმშილობის 41 დღეს ის სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდება. 

მას აქვს ახლა ერთი კოზირი ხელში, რომ მისი ნებართის გარეშე იუსტიციის სამინისტრო ვერ იმსჯელებს და ვერ გაახმოვანებს. შესაბამისად, მას ეს კოზირი შეუძლია გამოიყენოს და ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, იყენებს ძალიან ცუდად და 41 და 57 დღეს აღმოჩნდება სასაცილო მდგომარეობაში, - განაცხადა მდინარაძემ. 

მსგავსი სიახლეები