მე ვრჩები პარლამენტში - იაგო ხვიჩია

02.11.21 15:54
მე ვრჩები პარლამენტში - იაგო ხვიჩია

,,ვრჩები პარლამენტში" - ,,გირჩის" გადაწყვეტილება უკვე ცნობილია. როგორც ,,ტვ პირველს" პარტიის ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ, განუცხადა, საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ იმიტომ რჩება, რომ მოვლენათა შემდგომ განვითარებას დააკვირდეს.

ამ პარლამენტს ისე აქვს სახელი და რეპუტაცია გაფუჭებული, ,,ნაცმოძრაობა" შემოვა, თუ გავა, ამით არაფერი შეიცვლება. მე აქ ვრჩები იმისთვის, რომ დავაკვირდე, რა მოხდება მას შემდეგ, რაც ეს რაღაცა ჩაწყნარდება. მაგრამ არ ვაპირებ, მონაწილეობა მივიღო ნაც-ქოცურ დისკუსში, სადაც ,,ქოცები" და ,,ნაცები" ერთმანეთს აგინებენ - თქვა იაგო ხვიჩიამ.

მიხეილ სააკაშვილის მოწოდების შემდეგ ოპოზიციონერ დეპუტატთა გარკვეულმა ნაწილმა პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.  

 

 

 

მსგავსი სიახლეები