სუსტად არის, ეტყობა ძალიან დიდი ხნის შიმშილობა - ხატია დეკანოიძემ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა
სუსტად არის, ეტყობა ძალიან დიდი ხნის შიმშილობა, - ამის შესახებ ,,ენმ"-ს წევრმა, ხატია დეკანოიძემ, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ფიზიკური სისუსტის მიუხედავად, მესამე პრეზიდენტი მხნედ და შემართებით არის.
პირველად მომეცა შესაძლებლობა, რომ არჩევნების შემდეგ მიშასთან შევსულიყავი და გვესაუბრა ძალიან ბევრ საკითხზე. პირველ რიგში, რაც მე მაწუხებს და ბევრს აწუხებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. სუსტად არის, რა თქმა უნდა, ეტყობა ძალიან დიდი ხნის შიმშილობა, მაგრამ გამორჩეულად მხნედ არის, მე მართლა გაკვირვებული ვარ, იმდენად მხნედ არის და იმდენად ნებისყოფით და წარმოუდგენლად შემართებით, მაგრამ ის, რომ ამდენი დღეებია შიმშილობს, ეს თავისებურად სახის ფერზე და ზოგადად, სისუსტეზე აისახება, მაგრამ ძალინ მხნედ არის და ძალიან აქტიურად არის ჩართული ამ პოლიტიკურ ყოველდღიურობაში და საქართველოს ძალიან მნიშვნელოვან პროცესებში, რომელიც უკავშირდება არჩევნებში წარმოუდგენელ შედეგებს ოპოზიციის, როდესაც ჩვენ გავიმარჯვეთ, მაგრამ წაგვართვეს არჩევნები, - თქვა დეკანოიძემ.