ცესკო-ს საიმიჯო რგოლი 186 ათასი ლარი დაჯდა, თუმცა არჩევნები დარღვევებით ჩატარდა - "ფლანგვის დეტექტორი"
"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, ცესკო-ს საიმიჯო რგოლი 186 ათასი ლარი დაჯდა.
ორგანიზაციის ცნობით, ვიდეოს სცენარში 31,070 ლარი დაიხარჯა, ხოლო თავად ვიდეორგოლის დასამზადებლად - 155,350 ლარი.
იმიჯზე ზრუნვის პარალელურად, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები ცესკო-მ დარღვევებით ჩაატარა, ისევე როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები.
2017-2021 წლებში ცესკო 325,203,900 ლარით დაფინანსდა, საიდანაც 136,451,300 ლარი დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯა", - აღნიშნულია "ფლანგვის დეტექტორის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.