მოვუწოდებთ შსს-ს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განმარტება იმედა კლდიაშვილის დაკავების თაობაზე - IDFI

02.11.21 16:53
მოვუწოდებთ შსს-ს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განმარტება იმედა კლდიაშვილის დაკავების თაობაზე - IDFI

"ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, განმარტება გააკეთოს იმედა კლდიაშვილის დაკავების თაობაზე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ "გირჩი მეტი თავისუფლებას" წევრის დაკავება ძალის გამოყენებით მოხდა. 

მედიისა და სოციალური ქსელის საშუალებით ვრცელდება კადრები ქუთაისში გაერთიანებული ოპოზიციის ვიცე მერობის კანდიდატის, პოლიტიკური პარტია „გირჩი მეტი თავისუფლების“ წევრის დაკავების კადრები. დაკავების მომენტში პოლიტიკოსი იმყოფება ავტომობილში და კონტაქტი არ აქვს სამართალდამცავ ორგანოებთან. დაკავებამდე სამართალდამცავები ძალის გამოყენებით აღებენ ავტომობილის კარს და მოუწოდებენ  იმედა კლდიაშვილს დამორჩილებისკენ. კადრებიდან არ ირკვევა, რა იყო პოლიციის მოთხოვნა, რასაც პოლიტიკოსი უნდა დამორჩილებოდა.

ამ დრომდე უცნობია, იმედა კლდიაშვილის თავისუფლების აღკვეთის მიზეზები.

მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ გააკეთოს სათანადო განმარტება იმედა კლდიაშვილის დაკავების თაობაზე - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები