მთავარი ამოცანაა პერმანენტული აქციები და ჩემი გათავისუფლება, რათა ბრძოლაში ჩართვა სრულფასოვნად შევძლო - სააკაშვილი

02.11.21 17:18
მთავარი ამოცანაა პერმანენტული აქციები და ჩემი გათავისუფლება, რათა ბრძოლაში ჩართვა სრულფასოვნად შევძლო - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ საჭიროა ტაქტიკურად სწორი და ზნეობრივად მართალი ნაბიჯების გადადგმა.

მისი თქმით, მთავარი ამოცანაა სხვადასხვა ლოკაციაზე პერმანენტულ აქციებში ბევრი მოქალაქე იყოს ჩართული. 

ამასთან, სააკაშვილმა საპარლამენტო მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით ისაუბრა და თქვა: "ციხეში შემოსასვლელად საპარლამენტო მანდატია საჭირო, საკონსტიტუციო კენჭისყრებისთვის საჭიროა პარლამენტში ყოფნა - ტაქტიკური ამოცანების გადაჭრის შემდეგ მანდატებს ყველანი ჩავაბარებთ". 

ქართველმა ხალხმა ივანიშვილი დამაჯერებლად უკვე დაამარცხა. 
ეს გამარჯვება უნდა გავუფორმოთ ხალხს და სწორედ ამისთვისაა საჭირო ტაქტიკურად სწორი და ზნეობრივად მართალი ნაბიჯების გადადგმა.
მთავარი ამოცანაა - სხვადასხვა ლოკაციაზე პერმანენტულ აქციებში ბევრი მოქალაქის მაღალი ჩართულობა, წუწუნისა და პესიმიზმის სრული იგნორირება და ჩემი გათავისუფლება, რათა ბრძოლაში ჩართვა სრულფასოვნად შევძლო.
ერთობა და კიდევ ერთხელ ერთობა, მრავალფეროვანი ერთობა საქართველოსთვის!"- წერს სააკაშვილი. 

მსგავსი სიახლეები