სამოქალაქო გმირობა ჩაიდინა - სააკაშვილი იმედა კლდიაშვილს მადლობას უხდის

02.11.21 17:22
სამოქალაქო გმირობა ჩაიდინა - სააკაშვილი იმედა კლდიაშვილს მადლობას უხდის

მესამე პრეზიდნეტი, მიხეილ სააკაშვილი  იმედა კლდიაშვილს მადლობას უხდის.  სააკაშვილის წერილი სოციალურ ქსელში მის პირად Facebook გვერდზე ვრცელდება. სააკაშვილი აღნიშნავს, რომ იმედა კლდიაშვილმა სამოქალაქო გმირობა ჩაიდინა. 

მადლობა იმედა კლდიაშვილს, გმირ „გირჩელს“, ახალ ქართველს!
ქუთაისში მოგებული და მოპარული არჩევნების შემდეგ იმედა კლდიაშვილმა ნამდვილი სამოქალაქო გმირობა ჩაიდინა. აი, ასეთი გმირობის აქტების ეშინია სიკვდილივით რეჟიმს.
ამ თავისუფლებისმოყვარე ქართველისგან ყველამ მაგალითი უნდა ავიღოთ. მე ვამაყობ, რომ მისი თანამემამულე ვარ. 
დიდი მადლობა ასევე ქუთაისის კომისიის წვერს, რომელმაც სიმართლე თქვა. ის ამ მომენტამდე გატაცებული ჰყავთ და ალბათ ძალადობით ცდილობენ ჩვენება შეაცვლევინონ.
ამ გატაცების შემდეგ, რაც არ უნდა ათქმევინონ, მან მთავარი სიმართლე უკვე თქვა და ყველასგან მადლობა ეკუთვნის.
ველი, რომ მას სხვებიც მიბაძავენ", - წერს სააკაშვილი.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები