აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, ერიკა ოლსონი, საქართველოში ჩამოდის
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, ერიკა ოლსონი, საქართველოს ეწვევა.
ვიზიტის მიზანი რეგიონული თანამშრომლობის განვითარება და ორმხრივი საკითხების განხილვაა.
ამ დროისთვის ერიკა ოლსონი სომხეთში მიემგზავრება, სადაც სამხრეთ კავკასიის რეგიონში აშშ-ის მისიების ხელმძღვანელთა კონფერენციაში უნდა მიიღოს მონაწილეობას, რომელიც 2-4 ნოემბერს იმართება.
კონფერენციას დაესწრებიან აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი სომხეთში ლინ ტრეისი და აშშ-ის ელჩი აზერბაიჯანში ლი ლიცენბერგერი.
სომხეთში ვიზიტის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე საქართველოსა და აზერბაიჯანში ჩამოვა.