ბრძოლა ახლა იწყება - ბათუმში ოპოზიციის საპროტესტო აქცია დაიწყო
ბათუმში ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - მთავარ გამზირზე შეკრებილებს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, მიმართა.
მისი თქმით, ისტორიულად მნიშვნელოვანი პროცესი დაწყებულია.
არცერთ შემთხვევაში არ იქნება უკან დახევა. არა იმიტომ, რომ ჩვენ ასე გვსურს, არამედ ჩვენ ვართ ვალდებულები. ჩვენ, დიახაც, მოგვპარეს არჩევანი, ძალადობითა და სხვადასხვა უღირსი მეთოდით...
ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა, რომ არჩევნების წესით რეალობას თვალს არ გავუსწორებო, უნდა ვაიძულოთ შემოვიდეს ხალხის ნებასთან დაპირისპირებაში, რისთვისაც ვართ მზად ყველა ქალაქში. ბელორუსიად უნდა ვაქციოთ ეს სახელმწიფო?
დიახაც, საპროტესტო აქციებისკენ ვაპირებთ სვლას, ფართომასშტაბიანი აქციები არ შეჩერდება მანამ, სანამ სიმართლე არ გაიმარჯვებს უახლოეს მომავალში. არ გვინდა, რომ ერთმანეთთან გაგვიჩნდეს შეკითხვა და მომავალში ჩვენმა შვილიშვილებმა კითხვები დაგვისვან, სად იყო ის მომენტი, როდესაც ვერ იმოქმედეთ და ჭაობი დააკანონეთო? ჩვენ ამ შეკითხვებზე პასუხს გავცემთ უახლოეს მომავალში...", - თქვა ნიკა მელიამ სიტყვით გამოსვლის დროს.