ღმერთი ისე ნამდვილად არ მომკლავს, რომ თავაწეულმა არ გავიარო გამარჯვებული ბათუმის ბულვარში! - სააკაშვილის მიმართვა

02.11.21 18:49
ღმერთი ისე ნამდვილად არ მომკლავს, რომ  თავაწეულმა არ გავიარო გამარჯვებული ბათუმის ბულვარში! - სააკაშვილის მიმართვა

საქართველოს გადარჩენისთვის ბრძოლაში უკან დასახევი ყველა გზა ჩახერგილია და სამშობლოს გადარჩენას ალტერნატივა არ აქვს! - ასე მიმართავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმელებს. 

მრავალათასიან აქციაზე სააკაშვილის წერილის გაღღერებას აპლოტისმენტები და სკანდირება მოჰყვა: 

მოგესალმებით გამარჯვებულ ბათუმს! მოგესალმებით კოალიციურ ერთობას! ახლა საქართველოს გადარჩენისთვის ბრძოლაში უკან დასახევი ყველა გზა ჩახერგილია და სამშობლოს გადარჩენას ალტერნატივა არ აქვს!

ამიტომ ყველა უნდა გაერთიანდეს, ისინიც კი, ვინც აქამდე მიმდინარე პროცესებს თვალს გვერდიდან ადევნებდნენ. თქვენ ივანიშვილი დიდი უპირატესობით უკვე დაამარცხეთ, რაც მთელმა საქართველომ და ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა იცის.

ახლა ეს გამარჯვება ბოლომდე უნდა მივიყვანოთ! თავისუფლების კვარტალი თქვენი მოგონილია, ესაა თქვენი ლამაზი, ამაყი თვითმყოფადი, დამოუკიდებელი განწყობის ქალაქი.

ახლა მთავარია, თავისუფლების კვარტლად მთელი საქართველო ვაქციოთ და ყველგან, სადაც თავისუფლებისთვის ვიბრძვით ისინი უნდა გავხსნათ! აქაც, ციხესთან, თავისუფლების კვარტალმა უნდა გამიხსნას დილეგის კარი. ღმერთი ისე ნამდვილად არ მომკლავს, რომ ერთხელ, თავაწეულმა არ გავიარო გამარჯვებული ბათუმის ბულვარში! ბრძოლის დროშა, რომელსაც ახლა მაღლა ბათუმი წევს აღარასდროს უნდა დაეშვას! - წერს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები