პროტესტი გაგრძელდება, ქალაქ-ქალაქ, სოფელ-სოფელ ვივლით, არ უნდა დავიღალოთ! - მამუკა ხაზარაძე

02.11.21 18:59
პროტესტი გაგრძელდება, ქალაქ-ქალაქ, სოფელ-სოფელ ვივლით, არ უნდა დავიღალოთ! - მამუკა ხაზარაძე

"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ბათუმში მიმდინარე აქციას შეუერთდდა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის სამედიცინო მომსახურება. 

ხაზარაძე რუსთავის ციხესთან "ქართული ოცნების" მხარდამჭერების აქციას გამოეხმაურა: 

შევარცხვინე ის ქართველი კაცი, რომელიც მივა ციხის კართან და პატიმარს დედას შეაგინებს, ეს არ არის საქართველო. ასე არ შეიძლება, ეს არ არის ქართველობა.

გამოვაცხადე, რომ პარლამენტს ვტოვებ, მაგრამ ჩვენი ფრაქცია იქ მაინც რჩება, რათა ბოლო მომენტამდე იქნებ ის საკონსტიტუციო ცვლილებები გამოვგლიჯოთ. ფრაქცია ასე არ დაუთმობს, რომ ბოლომდე იჯეჯილონ. მე გამოვედი იმისათვის, რომ ვიდგე თქვენ გვერდში, ვიყო ერთ-ერთი თქვენგანი და ვიგრძნო ის მუხტი, რომელიც თითოეულ თქვენგანს აწუხებს.

უკან გადასადგმელი ნაბიჯი მე არ მაქვს. არ ვიქნებოდი მართალი, გესაუბროთ მიტინგზე და პარლამენტის სავარძლიდან მოგმართოთ. აქ ვიქნები მანამ, სანამ ამ ქვეყანაში არ იქნება სამართლიანი არჩევნები, სამართლიანი სასამართლო და სანამ ეს ბიჭები, რომლებიც დღეს ჩვენს უსაფრთხოებას იცავენ, არ დაამთავრებენ შავ მენტალიტეტს. ძველი ბიჭების დრო უნდა დავამთავროთ...

მე, ნიკას, ელენეს და ჩვენს მეგობრებს ბევრ საკითხზე განსხვავებული აზრი გვაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეზე ნაკლებად გვიყვარს ეს ქვეყანა. ჩვენი მიზანია ამ ქვეყნის ფეხზე დაყენება და გაერთიანება და ამას თქვენთან ერთად აუცილებლად გავაკეთებთ. ეს პროტესტი გაგრძელდება. ჩვენ ქალაქ-ქალაქ და სოფელ-სოფელ ვივლით. არ უნდა დავიღალოთ, ეს უნდა იყოს ახალი ეროვნული მოძრაობა ახალი სახელმწიფოს ასაშენებლად.  ჩვენ ამ ჭაობიდან ერთად უნდა ამოვიდეთ და ამას აუცილებლად შევძლებთ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის სამედიცინო მომსახურება, "რათა მათ სიგიჟემ ფატალურ შეცდომამდე არ მიგვიყვანოს".

ამასთან, ხაზარაძე არჩევნებზე ატასობით ადამიანს "ღირსება დაეკარგა"

ყველამ ვნახეთ კადრები, როცა ქართველი ქალი არჩევნებზე მაგიდის ქვეშ იყო შემძვრალი. არ არის სასაცილო ეს! ის ვიღაცის დედაა, ვიღაცის და არის. ის ქალი აიძულეს და ასე აიძულეს ათასობით ადამიანი, რომ ღირსება დაეკარგა ამ ქვეყანაში. მე მრცხვენია, რომ ასე გააღატაკეს სულიერად ადამიანები და 50 ან 100 ლარის გულისათვს ასე დაამცირეს ისინი. ორი გამოსავალია - კანონი კანონობდეს და ყველა დაისაჯოს მსგავსი რამის გამო. ჩვენ უნდა ვუთხრათ არა გაყალბებას, არა წაგლეჯვას ჩვენი ხმების!, - თქვა მამუკა ხაზარაძემ. 

მსგავსი სიახლეები