დაპირისპირება ბათუმში- სავარაუდოდ, ხელისუფლების აგენტ-პროვოკატორმა ოპოზიციის ლიდერებს შეურაცხყოფა მიაყენა
ხმაური და დაპირისპირება ბათუმში - ხელისუფლების ოპონენტები, რომლებიც ფართომასშტაბიან აქციას მართავენ, აცხადებენ, რომ მათ აგენტ პროვოკატორი თავს დაესხა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
სიტუაცია მაშინ გამწვავდა, როცა ,,ნაცმოძრაობის" ლიდერმა "კანონიერი ქურდების" კრიტიკა დაიწყო. ნიკა მელიამ თქვა რომ ბათუმში ე.წ. კანონიერი ქურდების, მათ შორის, ლავას ოღლის, პარპაშს არ დაუშვებს. სწორედ ამ დროს მიუახლოვდა აგრესიული მამაკაცი ოპოზიციის ლიდერებს და შეურაცხყოფა მიაყენა.
პოლიციამ პირი აქციის მონაწილეებს განარიდა.