სახელმწიფო შეთქმულების საქმე - სასამართლოში ოპოზიციის აქტივისტები იკითხებიან
თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო შეთქმულების მოწყობის საქმეზე მოწმეების გამოკითხვა გრძელდება. ამ წუთებში ოპოზიციის 4 აქტივისტი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით იკითხება. ოთხივე მათგანი ამბობს, რომ ისინი ჩანაწერში არც კი ფიგურირებენ, ამიტომ ბრალს აბსურდად აფასებენ.
ჩემი ხმა საერთოდ არ ისმის ჩანაწერში, რაც ეთერში გაუშვეს მხოლოდ რამდენიმე ადამიანის ხმა არის და ჩემი ხმა არ ისმის, ჩემი თანდასწრებით მსგავსი საუბარი საერთოდ არ ყოფილა და მე საიდან მოვხვდი ამ ადამიანების რიცხვში არც კი ვიცი. ჩანაწერიდან გამომდინარე ცხადია, რომ არის ვიღაცა შემოგზავნილი ან არის რაიმე მოწყობილობა, არის იმის ვერსიაც რომ ვიღაცამ ტელეფონით ჩაიწერა",- ამბობს ოპოზიციის აქტივისტი.