"ოცნების" სატელიტები - არჩევნებს სახლში გახსნილი ორგანიზაციის 10 ათასი დამკვირვებელი აკვირდებოდა
არჩევნების დღეს მმართველ პარტიას, თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით რამდენიმე ათასი წარმომადგენელი ჰყავდა საარჩვენო უბენებზე.
ვინ აფინანსებდა უცნობი არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლების დაჯგუფებას, "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული ვერც ერთი ორგანიზაცია ამ კითხვას პასუხს ვერ სცემს.
ყველაზე თვალშისაცემია "ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია", რომელიც გრიგოლ გაგნიძეს ეკუთვნის და "პოლიტიკისა და სამართლის ობსერვერი", რომელიც ეკა აგლაძეს ეკუთვნის. მათი ოფისები სახლის მისამართზეა რეგისტრირებული. ცოლ-ქმრის დაარსებულმა ორმა ორგანიზაციამ არჩევნებზე 10 ათასი დამკვირვებელი მიავლინა. გაურკვეველი არასამთავრობოების დამფუძნებლებმა "ოცნებასთან" კავშირი უარყვეს, თუმცა ვერც დაფინანსების წყარო დაასახელეს.
ორგანიზაციები საარჩევნო პროცესს ხელს უშლიდნენ და დაკვირვების ნაცვლად კონკრეტული პარტიის აგიტაციას ეწეოდნენ.
არჩევნების მეორე ტურს ჯამში 86 ორგანიზაცია აკვირდებოდა.