ვერშემდგარი კულტურის მუშაკი - წულუკიანი ჩარკვიანს დაუპირისპირდა

03.11.21 11:33
ვერშემდგარი კულტურის მუშაკი  - წულუკიანი ჩარკვიანს დაუპირისპირდა

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, თაკო ჩარკვიანს დაუპირისპირდა და ის არასერიოზულ პოლიტიკოსად შეაფასა.

არის ასეთი ვერშემდგარი კულტურის მუშაკი -  თაკო ჩარკვიანი, ჩვენო რა გვინდოდა ამ პარლამენტში შევპორწიალდითო - ეს არის მისი ციტატა. ხოდა თუ შეპორწიალდნენ, ეხლა გაპროწიალდებიან, აბა რა შეიძლება ამ არასერიოზულობას ვუპასუხო. ეს არის რაღაცა ცანცარა დამოკიდებულება, ზედაპირული დამოკიდებულება პოლიტიკისადმი და სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი და იმ უმნიშვნელოვანესი ორგანოსადმი, როგორიც არის პარლამენტი საპარლამენტო რესპუბლიკაში. ამიტომაც სერიოზული კომენტარი ძალიან მიჭირს ამაზე", - ამბობს წულუკიანი. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კულტურის მინისტრს გამოეხმაურა და მას  წამების წამქეზებელი უწოდა. 

სერიოზულ ბრძოლას ვუცხადებთ საყდრისის ამფეთქებლებს, იმ სერიოზულ  დამნაშავეებს, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ რუსეთისკენ გააქანონ ქვეყანა. არასერიოზულ კულტურის მუშაკს და სერიოზულ წამების წამქეზებელ წულუკიანს მუმდივ ბრძოლაში მეყოლება, სანამ ის არ მოცილდება კულტურას", - ამბობს ჩარკვიანი. 

მსგავსი სიახლეები