რა დააშავა სააკაშვილმა გარდა იმისა, რომ პოლიტიკური შურისძიების სამიზნეა? - ბერნარდ ანდრე ლევი
ფრანგი ფილოსოფოსი და აქტივისტი ბერნარდ ანდრე ლევი მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმიანება და ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქმეში შურისძიების ელემენტებს ხედავს.
ის მამაცია, მე თვალს ვადევნებ მის შიმშილობს. ის იქცევა როგორეც მისგან მოსალოდნელია, გამბედავია, კომპრომისებზე არ მიდის საკუთარ შეხედულებებთან. არასდროს იღლება, წლებია არ მინახავს, თუმცა როგორც ჩსნ, ის არ იცვლება. დამნაშავის ციხეში ყოლა ყოველთვის სწორია. დემოკრატიის ღირსების საკითხია პრეზიდენტი ციხეწში ჩასვა თუ ის დამნაშავეა. ისრაელში, რომელიც წარმატებული დემოკრატიაა, ყოფილი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი გაასამართლეს.დემოკრატიის პრინციპული საკითხია, რომ ლიდერები ისე გაასამართლონ, როგორც ჩვეულებრივ ადამიანებს გაასამართლებდნენ, თუმცა ამისთვის დამნაშავე უნდა იყო. რა დააშავა სააკაშვილმა გარდა იმისა, რომ არის პოლიტიკური შურისძიების სამიზნე?, - განაცხადა ბერდად ანდრე ლევიმ.