თბილისს ისეთ ქალაქად ვაქცევთ, რომლითაც ყველა თაობის ადამიანი იამაყებს - კალაძე

03.11.21 11:56
თბილისს ისეთ ქალაქად ვაქცევთ, რომლითაც ყველა თაობის ადამიანი იამაყებს - კალაძე

თბილისის  მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ის აპირებს, ყველას მერი იყოს.

ჩემთვის უმთავრესი პრინციპია, რომ მე ვარ უკლებლივ ყველას მერი. რამდენჯერმე განვაცხადე, რომ ჩემთვის არ არსებობს დაყოფილი თბილისი ჩემიანებად და სხვისიანებად. ეს მიდგომა არ არსებობდა 2017 წლიდან მოყოლებული და ასე ვაპირებ საქმიანობის გაგრძელებას. მე ვიქნები ყველას მერი და მზად ვარ, თითოეული ადამიანის ენთუზიაზმი, ენერგია, ცოდნა და გამოცდილება გამოვიყენო, რათა თბილისი ყველაზე მწვანე, კომფორტულ, ჯანსაღ და მოწესრიგებულ ქალაქად ვაქციოთ", - თქვა კალაძემ.

კალაძემ სხდომაზე სამომავლო გეგმების განხორციელებაში გარემოს დაცვითი მიმართულება გამოყო. ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს კი 2022 წლის ბიუჯეტის დაგეგმა დაავალა, რომელიც ქალაქის ინტერესებზე იქნება მორგებული. 

ირაკლი ბენდელიანს მინდა დავავალო, რომ ინფრასტრუქტურის მიმართულებით გამზირების რეაბილიტაცია, ქუჩების კეთილმოწყობა- ეს არის ის პროექტები, რომელიც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება თბილისს. ჩვენი დაპირება იყო გამზირების განახლება, ქეთევან წამებულის, მელიქიშვილის, რუსთაველის, წერეთელის და ა.შ. დაიწყეთ კონკრეტული პროექტების მომზადება, რომ მომავალი წლიდან შევძლოთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. თბილისელებო, გაკეთებული საქმეებით და განხორციელებული პროექტებით, აუცილებლად გავამართლებთ თქვენ იმედებს და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქალაქის სიყვარულის გარშემო გაერთიანებულებული ყველა გამოწვევას დავძლევთ და თბილისს ისეთ ქალაქად ვაქცევთ, რომლითაც ყველა თაობის ადამიანი, ვინც ამ ქალაქში ვცხოვრობთ, იამაყებს“,- განაცხადა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები