არცერთი უსახლკარო თბილისელი არ გვეყოლება ბინის გარეშე - კალაძის დაპირება

03.11.21 12:06
არცერთი უსახლკარო თბილისელი არ გვეყოლება ბინის გარეშე - კალაძის  დაპირება

თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისში უსახლკარო ოჯახების პრობლემების მოგვარების პირობა დადო. კალაძემ  დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ უსახლკაროების პროგრამის ამოქმედება მოხდება. 

ჩვენ თბილისში 400-მდე ასეთი ოჯახი გვყავს, ვისაც უსახლკარო სტატუსი აქვს მინიჭებული. რა თქმა უნდა, ამ ოჯახებისთვის მუნიციპალური საცხოვრებლის გადაცემა პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი 2022 წლიდან დავიწყოთ და არცერთი უსახლკარო თბილისელი არ გვეყოლება ბინის გარეშე, ყველა იქნება მაქსიმალურად დაკმაყოფილებული და ამ პრობლემას მოვაგვარებთ. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს საბინაო ფონდის შექმნა, წლების წინ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ ამ ოჯახებისთვის ეს პრობლემა მოვაგვაროთ“, - განაცხადა კალაძემ. 

 

მსგავსი სიახლეები