ერთ წელში ბოსტნეული 43%-ით, ზეთი 31%-ით, პური კი 19%-ით გაძვირდა

03.11.21 13:09
ერთ წელში ბოსტნეული 43%-ით, ზეთი 31%-ით, პური კი 19%-ით გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.3%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.8% შეადგინა. ერთ წელში ბოსტნეული 43%-ით, ზეთი 31%-ით, პური კი 19%-ით გაძვირდა

 ფასები მომატებულია შემდეგ კატეგორიებში:

  • ბოსტნეული და ბაღჩეული  - 43%-იანი ზრდა
  • ზეთი და ცხიმი - 31.6%-იანი ზრდა
  • პური და პურპროდუქტები - 19.4%-იანი ზრდა
  • რძე, ყველი და კვერცხი - 18.2%-იანი ზრდა
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 18%-იანი ზრდა
  • თევზეული - 16%-იანი ზრდა
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 13%-იანი ზრდა
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები - 11.2%-იანი ზრდა
  • ხილი და ყურძენი - 9.3%-იანი ზრდა
  • ყავა, ჩაი და კაკაო - 6.4%-იანი ზრდა

2021 წელს საქართველოში ინფლაციის დონემ ბოლო ათი წლის რეკორდულ ნიშნულს გადააჭარბა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის [IMF] გლობალური ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, მაღალი ინფლაციის დონით საქართველო მსოფლიოში მე-16 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები