"ოცნების" სატელიტი NGO-ები - არჩევნებს ნანა კაკაბაძის ორგანიზაციაც აკვირდებოდა

03.11.21 13:24
"ოცნების" სატელიტი NGO-ები - არჩევნებს ნანა კაკაბაძის ორგანიზაციაც აკვირდებოდა

სატელიტი ორგანიზაციები და ე.წ. დამკვირვებლები - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს  ნანა კაკაბაძის ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" აკვირდებოდა. რა ფინანსებით გაუშვა ორგანიზაციამ  43  დამკვირვებელი უბნებზე, ამ კითხვით "პირველებმა" თავად ნანა კაკაბაძეს მიმართა. კაკაბაძე კითხვებმა გააღიზიანა და "პირველების" გადამღებ ჯგუფს ტერიტორია ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. 

არჩევნების დღეს მმართველ პარტიას, თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით რამდენიმე ათასი წარმომადგენელი ჰყავდა საარჩვენო უბენებზე. ვინ აფინანსებდა უცნობი არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლების დაჯგუფებას, "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული  ვერც ერთი ორგანიზაცია ამ კითხვას პასუხს ვერ სცემს.

მესამე სექტორში საუბრობენ, რომ გაურკვეველი ორგანიზაციები რეალურად არჩევნებს არ აკვირდებოდნენ და  პარტიულ ინტერესებს ემსახურებოდნენ.

ცალსახაა, რომ ეს ორგანიზაციები არ არიან მიუკერძოებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, გამოირჩევიან სხვადასხვა უკანონო სქემებში მონაწილეობით, მაგალითად, აღნუსხავენ მოსულ ამომრჩეველს უკანონო ხერხებით. ხშირად შეგვიმჩნევია, როდესაც ხელს უწყობს ხოლმე ამ ადამიანებს, რომ ის უკანონობა ჩაიდინონ რასაც ისინი აკეთებენ, როგორც ჩანს ეს არის შეთანხმებული", - ამბობს საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს" პროგრამული მენეჯერი, ლევან ნატროშვილი

ორგანიზაციები საარჩევნო პროცესს ხელს უშლიდნენ და დაკვირვების ნაცვლად კონკრეტული პარტიის აგიტაციას ეწეოდნენ.

არჩევნების მეორე ტურს ჯამში  86 ორგანიზაცია აკვირდებოდა. 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები