მოემზადეთ და ერთი დღე აჩუქეთ თქვენ ქვეყანას - მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ემიგრანტებს

03.11.21 13:38
მოემზადეთ და ერთი დღე აჩუქეთ თქვენ ქვეყანას - მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ემიგრანტებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს და ემიგრანტებს მიმართავს. 

ეს არის მიმართვა ქართველ ემიგრანტებს, დიდი მადლობა ყველას ვინც ჩამოვიდა, იბრძვის რუსთაველზე და ჩემს ციხესთან. ვინც აქციებს აწყობს მთელ მსოფლიოში. ახლა მინდა, გთხოვოთ ყველას, ვინც აქამდე არ ჩამოსულა, მოემზადეთ, გადადეთ ფული, დაიბევეთ შვებულება და ერთი დღე აჩუქეთ თქვენ ქვეყანას. ეს ერთი დღე მალე დადგება, თუ როდის, ამას პროცესები აჩვენებს და რამდენიმე დღით ადრე გეტყვით, მაგრამ იმ ერთ დღეს თბილისში ჩამოსვლა აუცილებელი იქნება, თუ ჩამოხვალთ მე გპირდებით, რომ აქედან გამარჯვებულები წახვალთ", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

 

 

 

მსგავსი სიახლეები