4 ნოემბრამდე დატოვეთ სამონასტრო კომპლექსი - მეუფე სტეფანეს მიერ განკვეთილებმა საპატრიარქოდან წერილი მიიღეს

03.11.21 14:02
4 ნოემბრამდე დატოვეთ სამონასტრო კომპლექსი - მეუფე სტეფანეს მიერ განკვეთილებმა საპატრიარქოდან წერილი მიიღეს

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტ  მეუფე სტეფანეს მიერ განყენებულმა ბერებმა სამონასტრო კომპლექსები 4 ნოემბრამდე უნდა დატოვონ - შესაბამისი წერილი ამბოხებულმა მღვდლებმა საპატრიარქოდან უკვე მიიღეს. 

წერილს ხელს დეკანოზი მიქაიელ ბოტკოველი აწერს: 

თქვენი მხრიდან  ადგილი აქვს ურჩობას, აგრძელებთ რა საეკლესიო ქონებით თვითნებურად სარგებლობას და ხელს უშლით მღვდელმსახურების აღსრულებას.

საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალური მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შირის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმებით, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით  გარანტირებული და დაცულია საეკლესიო ქონების  ხელშეუხებლობა და მშვდელმსახურებისთვის ხელის შეშლის აღკვეთა. 

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი და საეკლესიო ქონების კანონიერი მესაკუთრე, საქართველოს საპატრიარქო არ დაუშვებს, რომ მღვდელმსახურებას შეეშალოს ხელი და საეკლესიო ქონებით ისარგებლოს ან განკარგოს არაუფლებამოსილმა პირებმა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოგიწოდებთ, 2021 წლის 04 ნოემბრამდე შეწყვიტოთ საეკლესიო ქონებით უკანონოდ სარგებლობა და განკარგვა და დაემორჩილოთ ადგილობრივ მთვდელმთავარს"- აღნიშნულია წერილში, რომლის ადრესატები არიან: 

ბერ-დიაკვანი პეტრე (ნასყიდა ღუდუშაური)

მონაზონი ათინოგენი (მიხეილ მდივანი)

მონაზონი დანიელი (ტარიელ გვილავა)

მონაზონი დავითი (თამაზ სხულუხია)

მონაზონი ბასილი (ბათა, ავთანდილ გვილავა)

მონაზონი მარკოზი (მარკოზ წულაია)

მეუფე სტეფანემ მასთან დაპირისპირებული სასულიერო პირები სრულად 19 სექტემბერს განკვეთა.

მსგავსი სიახლეები