სააკაშვილი ეროვნული შერიგების გზაზე დგას - ვალერი გელბახიანი

03.11.21 15:13
სააკაშვილი ეროვნული შერიგების გზაზე დგას - ვალერი გელბახიანი

მიხეილ სააკაშვილი ეროვნული შერიგების გზაზე დგას  - ამის შესახებ ვალერი გელბახიანმა მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა. ადვოკატი  არ გამორიცხავს, რომ სასამართლოში მესამე პრეზიდენტის უფლებები დაიცვას. 

ჯერჯერობით სათადარიგო რანგში ვარ. თუ განახლდება და დაიწყება სასამართლო პროცესები შემდეგ შესაძლოა, მივიღო მონაწილეობა. კატეგორიულად არ შემიძლია ამის თქმა, იმიტომ, რომ ჯერ არაფერი ვიცით იქნება თუ არა სამართლებრივი პროცედურები. თავს ვიკავებ წინასწარ რაიმე სამართლებრივი დასკნვისგან და შეფასებისგან, დანარჩენი ზოგადად ვისაუბრეთ მიმდინარე მოვლენებზე და იმ სავარაუდო პროგნოზებზე,  როგორ შეიძლება ქვეყანაში სიტუაცია დალაგდეს. თვითონ არის სულიერად მხნედ, მაგრამ დასუსტებულია, დაახლოებით 20 კილოგრამი აქვს დაკლებული და ცხადია, მისი ჯანმრთელობა არ არის ისეთ ნორმალურ მდგომარეობაში, რომ მან კიდევ გაძლოს და გააგრძელოს ასე. ეროვნული შერიგების გზაზე დგას, უნდა, რომ თანხმობა იქნეს ჯერ, პირველ რიგში, მიღწეული ქართულ პოლიტიკურ ელიტაში, შემდეგ ხალხი იყოს ამის მამოძრავებელი ძალა და ასეთ შემთხვევაში გამოვა ყველაფერი სასიკეთოდ, - თქვა გელბახიანმა. 

რუსთვაის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან დღეს "ვივამედის" ექიმიც შეიყვანეს.  მედიკოსმა ციხე ისე დატოვა, რომ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. 

მსგავსი სიახლეები