ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარე ისევ დააკავეს

04.02.26 15:48
ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარე ისევ დააკავეს

ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარე ისევ დააკავეს-  დავით შარაშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საპატიმრო გირაო პატიმრობით შეეცვალა.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს და ამბობს, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ მიიღო, რითაც უწყების საჩივარი სრულად დააკმაყოფილა.

„საქართველოს პროკურატურამ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ბრალდებულს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რომლის საფუძველზეც ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა“, - აცხადებენ პროკურატურაში.

 სამართალდამცველებმა შარაშიძე ოზურგეთის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, რაც  ოზურგეთის რაიონული სასამართლომ არ გაიზიარა და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო 30 000 ლარის ოდენობით შეუფარდა.

საბოლოოდ, პროკურატურამ აღნიშნული გადაწყვეტილება, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. 

ამასთან, რამდენიმე დღის წინ, "პირველებმა" მოიპოვაექსკლუზიური კადრები, რომელიც ოზურგეთში, რესტორან "ილიკოში" პოლიციელზე თავდასხმას ასახავდა.

კადრების თანახმად, პოლიციელ გოგა ჯინჭარაძეს, შარაშიძესთან ერთად,  ცნობილი ე.წ. კანონიერი ქურდის,  კახა "ჩოხატარუსკის" შვილიც,  ლუკა ჩხიკვაძე ურტყამს.