პასუხი შვედეთიდან: "ჩვენ პროტესტის დროს ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით"

04.02.26 18:10
პასუხი შვედეთიდან: "ჩვენ პროტესტის დროს  ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით"

შვედი დეპუტატის პასუხი "ქართული ოცნების" დეპუტატს - გუსტავ გოთბერგი ირაკლი კირცხალიას მიერ საპლამენტო ტრიბუნიდან გაკეთებულ განცხადებას გამეხმაურა. 

საუბარია განცხადების იმ ნაწილზე, სადაც "ოცნების" წევრი შვედეთში კრიმინალზე წუხს.

გუსტავ გოთბერგი აცხადებს, რომ კირცხალიას განცხადების მოსმენის შემდეგ "შოკირებული იყო". შვედი დეპუტატი "ოცნებას" რეჟიმად მოიხსენიებს და ამბობს, რომ "ისინი სისულელეებს ლაპარაკობენ". 

"ჩვენ პროტესტის დროს, ოპონენტებს ქუჩებში ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით"- თქვა შვედმა დეპუტატმა "ოცნების" საპასუხოდ და აღნიშნა, რომ "ოლიგარქი და მისი კომპანიონები რუსულ სახელმძღვანელოს მიყვებიან". 

პირველ რიგში შოკირებული ვიყავი როცა მოვისმინე "ქართული ოცნების" ფრაქციის ლიდერის განცხადება. ეს რეალურად აჩვენებს, რომ ისინი გრძნობენ საერთაშორისო ზეწოლას. რეჟიმი თბილისში განიცდის ზეწოლას არა მხოლოდ რუსთაველის პროტესტის მონაწილეების მხრიდან, ასევე საერთაშორისო გადმოსახედიდანაც. თავიდან შოკირებული ვიყავი ამ განცხადების მოსმენისას, თუმცა ვფიქრობ, ესაა ინდიკატორი იმისა, თუ რამდენად მართლები ვართ ჩვენ და რამდენად მტყუანია "ქართული ოცნება".

შეხედეთ პარლამენტის წევრების კომენტარებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ. ტყუილებს და სიცრუეს ამტკიცებენ.
რა თქმა უნდა, შვედეთს კრიმინალის მხრივ პრობლემები ჰქონდა თუმცა, ჩვენ ვნახეთ, რომ შვედეთში გასული თვე იყო პირველი ამ რვა წლის განმავლობაში მკვლელობისა და საბედისწერო შემთხვევების გარეშე,  რადგან მთავრობა რეფორმებს ახორციელებს და ცდილობს შვედეთში დანაშაულთან ბრძოლას. ჩვენ დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ. ჩვენ პროტესტის დროს არ ვუსწორდებით ოპონენტებს ქუჩებში ქიმიური იარაღით, რასაც ახლა საქართველოში ვხედავთ. ესაა სწორედ მთავარი განსხვავება. კრემლის სახელმძღვანელოდანაა ის, რომ მთავარი პრობლემებიდან ყურადღება სხვა ნაკლებად აქტუალურ საკითხებზე გადაიტანო.  აშკარაა, რომ ოლიგარქი და მისი კომპანიონები რუსულ სახელმძღვანელოს მიყვებიან. იყენებს ზუსტად იმ მეთოდებს, რასაც რუსეთში ხედავს. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის სიურპრიზი არააა. ვიცით, რომ ოლიგარქი და მისი კორუფციაში ჩაფლული მეგობრები საქართველოში ცდილობენ რომ ეს ქვეყანა რუსეთის ვასალი გახადონ.ეს ჩვენთვის მიუღებელია. რუსეთს საქართველოსთან არაფერი ესაქმება"- აცხადებს დეპუტატი. 

მსგავსი სიახლეები