თავდასხმა ოპოზიციის დამკვირვებელზე - 18 წლის გოგონა დარღვევის აღმოჩენისთვის სცემეს
არჩევნების დღეს ოპოზიციის დამკვირვებელს თავს დაესხნენ. 18 წლის გოგონა, მარიამ ტრდატიანი, აგრესიის სამიზნე გოგოლის ქუჩაზე, მეათე საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, გახდა. გოგონას თავს მას შემდეგ დაესხნენ, რაც მან არჩევნებზე დარღვევის ფაქტი და ე.წ. ძველი ბიჭების მობილიზება მობილური ტელეფონით გადაიღო.
18 წლის გოგო ამტკიცებს, რომ ის სცემეს და მობილურიდან გადაღებული ვიდეოკადრები წაუშალეს. ადგილზე მისულ პოლიციას ერთ-ერთი მოძალადე დახვდა, თუმცა არც ის და არც დაჯგუფების სხვა წევრები სამართლამცველებმა არ დააკავეს.
იდგნენ დილიდან საღამომდე და ამომრჩეველს ხელს უშლიდნენ და ავალდებულებდნენ, ხმა მიეცათ კარგად ვიცით, ვისთვისაც. ამის შემდეგ გადავწყვიტე, საკუთარი მობილურით დამეფიქსირებინა, როგორც კი დამინახეს, რომ ვიღებდი, გამოიქცა ათივე პირი ჩემკენ, ერთმა ტელეფონი წამართვა და გადააწოდა სხვას და ყველა კადრი წაშალეო. ამის შემდეგ 5-6 მამაკაცი მიჭერდა, მირტყამდა, მაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მემუქრებოდა, რომ თუ არ დავწყნარდები, მომკლავდა. საპატრულო პოლიციას მივუთითე, მაგრამ არანაირი რეგაირება არ მოახდინა - ამბობს დაზარალებული.