ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის 14 წევრიდან 7 მილიონერია
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის შესწავლის მიზნით შექმნილი პარლამენტის დროებითი კომისიის რვა წევრიდან, რომლებმაც ფასების ზრდაზე საპარლამენტო გამოძიება უნდა ჩაატარონ, შვიდი მილიონერია.
კომისიის ხელმძღვანელობა ჩააბარეს "ქართული ოცნების" წევრ შოთა ბერეკაშვილს, რომლის მხოლოდ ერთი სახლი საჯაროდ გავრცელებული ცნობების თანახმად, დაახლოებით 2.5 მილიონად არის შეფასებული, ყოველწლიური შემოსავალი კი არსებული ინფორმაციით, თითქმის 6 მილიონია და რომლის კომპანიაც სამშენებლო ბაზრის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა.
შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, კომისია აქტიურ მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებს.
მომავალი კვირიდან კომისია აქტიურად დაიწყებს მუშაობას და გვაქვს გეგმა. პირველ რიგში, დავიწყებთ საკვები პროდუქტების და პირველადი მოხმარების საგნების ფასწარმოქმნის შესწავლის პროცესს. პროცესი იქნება ძალიან გამჭვირვალე, ვგეგმავთ შევხვდეთ ბიზნესის წარმომადგენლებს სექტორში, წამყვან ბიზნესს, შევხვდეთ როგორც მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს, ასევე საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს.
ჩვენ არავის საქმიანობაში არ ვერევით, უბრალოდ ვფიქრობთ, რომ სექტორები უნდა გავხადოთ უფრო კონკურენტუნარიანი, უფრო ძლიერი. კონკურენცია სააგენტოსთან ინფორმაციის თვალსაზრისით მოვიწვევთ კომისიაზე, კონკრეტული სექტორები არის სადაც გვაინტერესებს დინამიკურად როგორ ხდებოდა ბაზრის ზრდა და ა.შ. და ამას საქმიან რეჟიმში გადავწყვეტთ," - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
კომისია 14 წევრისგან შედგება, აქიდან 7 წევრი ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრია, 3 - "ხალხის ძალასა" და ფრაქცია "საქართველოსთვის" 3-3 წევრი ეუოლება კომისიაში. ერთი წევრი მოხვდა "ევროპელი სოციალისტებისგან".
- "ქართული ოცნება" - შოთა ბერეკაშვილი, პაატა კვიჟინაძე, ვახტანგ თურნავა, ნინო წილოსანი, გელა სამხარაული, ზაზა ლომინაძე, მაია ბითაძე;
- "საქართველოსთვის" - ქეთევან გვარაკაძე, გიორგი შარაშიძე, შალვა კერესელიძე;
- "ხალხის ძალა" - დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი, ეკა სეფაშვილი;
- "ევროპელი სოციალისტები" - ილია ინჯია.