"ოცნების" დაკავებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს ოჯახის წევრთან კონტაქტისა და შეხვედრის შეზღუდვები აქვთ

04.02.26 18:49
"ოცნების" დაკავებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს ოჯახის წევრთან კონტაქტისა და შეხვედრის შეზღუდვები აქვთ

ოჯახის წევრთან კონტაქტისა და შეხვედრის შეზღუდვები  "ქართული ოცნების" დაკავებულ ყოფილ მაღალჩინოსნებსაც აქვთ - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა "TV პირველის" ეთერში ისაუბრა. 

  • ლევან იოსელიანმა საპატიმროში ბაჩო ახალაია, პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, გრიგოლ ლილუაშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ლევან ხაბეიშვილი მოინახულა

ომბუდსმენის თქმით, მის მიერ მონახულებული პატიმრების უმეტესობას აწუხებს, რომ ოჯახის წევრებთან და განსაკუთრებით, არასრულწლოვან შვილებთან შეხვედრა და მათთან კომუნიკაცია არ შეუძლიათ.

დიახ, მათაც [ლილუაშვილს, ღარიბაშვილს] აქვთ [შეზღუდვები], ყველა ჩემს მიერ მონახულებულ ბრალდებულს ასეთი შეზღუდვა აქვს, არ ვსაუბრობ მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც მსჯავრდებული არის და მას ასეთი შეზღუდული ამ ეტაპზე არ აქვს, მაგრამ ბრალდებულებს ასეთი შეზღუდვა ყველას აქვს, მათ შორის იგივე შეზღუდვა აქვს ალეკო ელისაშვილსაც, რომლისთვისაც ასევე ეს საკითხი, როცა შევხვდი მანაც მტხოვა ამ საკითთხზე მიმექცია ყურადღება იმიტომ, რომ მასაც აწუხებს თავის არასრულწლოვან შვილებთან შეხვედრის საკითხი და ეს ის საკითხია, რაც მე ვფიქრობ, რომ უნდა გადაწყდეს..." - განაცხადა ლევან იოსელიანმა. 

გადაცემის ავტორმა სახალხო დამცველს ჰკითხა: "თქვენ შეხვდით სუს-ის ყოფილ უფროსს და ყოფილ პრემიერს - "ოცნების" ყოფილ მაღალჩინოსნებს, მათაც აქვთ შეზღუდვები გარე სამყაროსთან ან ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში?" 

ლევან იოსელიანის პასუხი ასე ჟღერს:  დიახ, მათაც აქვთ [შეზღუდვები], ყველა ჩემს მიერ მონახულებულ ბრალდებულს ასეთი შეზღუდვა აქვს, არ ვსაუბრობ მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც მსჯავრდებულია და მას ასეთი შეზღუდული ამ ეტაპზე არ აქვს, მაგრამ ბრალდებულებს ასეთი შეზღუდვა ყველას აქვს, მათ შორის იგივე შეზღუდვა აქვს ალეკო ელისაშვილსაც, რომლისთვისაც ასევე ეს საკითხი, როცა შევხვდი მანაც მთხოვა ამ საკითხზე მიმექცია ყურადღება იმიტომ, რომ მასაც აწუხებს თავის არასრულწლოვან შვილებთან შეხვედრის საკითხი და ეს ის საკითხია, რაც მე ვფიქრობ, რომ უნდა გადაწყდეს". 

სახალხო დამცველი იქვე განმარტავს, რომ შეზღუდვა აქვთ ბრალდებულებს, სანამ განაჩენი იქნება. 

დიანა ტრაპაიძის კიდევ ერთ დამაზუსტებელ შეკითხვაზე, ოჯახთან და შვილებთან შეზღუდვა ეხება თუ არა ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელსაც უკვე მისჯილი აქვს სახალხო დამცველმა თქვა: 

მე ამ საკითხზე მასთან არ მისუაბრია და მას ეს საკითხი ჩემთან არ დაუყენებია, მაგრამ სხვა შემთხვევებში იყო ეს საკითხი წამოწეული"- დასძინა მან.