მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად თემურ ჯანაშია მივიდა
რუსთავის მე-12-ე პენიტენციურ დაწესებულებაში ცოტა ხნის წინ ,,ენმ"-ს წევრი, თემურ ჯანაშია, მივიდა. ჯანაშია მიხეილ სააკაშვილს მოინახულებს.
მოვინახულო მინდა, გავამხნევო და მეც გავმხნევდე, - თქვა ჯანაშიამ საპატიმროში შესვლამდე.
მესამე პრეზიდენტი უკვე 34 დღეა, რუსთავის ციხეში შიმშილობს.