ე.წ. ჩუღურეთის საძმოს წევრმა "პირველების" ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)
"ტვ პირველის" ინფორმაციით, პოლიციას იდენტიფიცირებული ჰყავს ე.წ. ჩუღურეთის საძმო, რომელიც 18 წლის დამკვირვებელ გოგოს თავს არჩევნების დღეს დაესხა, მაგრამ მათ არავის აკავებს.
„ეგ თქვენი კამერა და მიკროფონი გაიკეთეთ ...“ - უთხრა "პირველების" რეპორტიორს ძალადობაში მხილებულმა პირმა.
18 წლის მარიამ ტრდატიანი აგრესიის სამიზნე გოგოლის ქუჩაზე მეათე საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე გახდა. გოგონას თავს მას შემდეგ დაესხნენ, რაც მან არჩევნებზე დარღვევის ფაქტი და ე.წ. ძველი ბიჭების მობილიზება მობილური ტელეფონით გადაიღო.
18 წლის გოგო ამტკიცებს, რომ ის სცემეს და მობილურიდან გადაღებული ვიდეოკადრები წაუშალეს. ადგილზე მისულ პოლიციას ერთ-ერთი მოძალადე დახვდა, თუმცა არც ის და არც დაჯგუფების სხვა წევრები სამართლამცველებმა არ დააკავეს.