თელავში ავტონაწილების მაღაზია დაცხრილეს

03.11.21 16:11
თელავში ავტონაწილების  მაღაზია დაცხრილეს

სროლის ხმა იყო ცოტა ხნის წინ თელავში - დაცხრილულია აღამაშენებლის ქუჩაზე მდებარე ავტონაწილების  მაღაზია, რომელიც ფაზილა ბაირამოვს ეკუთვნის. შემთხვევის  შედეგად არავინ დაშავებულა. 

"პირველების" ინფორმაციით, მაღაზიის მიმართულებით ცეცხლი ბიზნესმენმა სანდრო მეგუთვნიშვილმა გახსნა.

ცნობისთვის, სანდრო მეგუთნიშვლი 2018 წელს სისხლიანი ბანერების ერთ-ერთი დამფინანსებელი იყო.

რაც შეეხება მოხდარ კრიმინალურ ფაქტს - როგორც ირკვევა, მხარეებს შორის კონფლიქტი რამდენიმე დღის წინ დაწყო, როცა ყარაჯალას "ოცნების" აქტივისტის, ფაზილ ბაირამოვის, დაჯგუფებასა და პოლიციას შორის ურთიერთდაპირისპირება მოხდა. ბაირამოვის დაჯგუფების წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ ერთ-ერთ პოლიციელს, რომელიც სანდრო მეგუთნიშვილის ძმის შვილია.  დაპირისპირების შემდეგ ფაზილ ბაირამოვის დაჯგუფების წევრები დააკავეს, რის შემდეგაც ბაირამოვმა ბიზნესმენ სანდრო მეგუთნიშვილს ყარაჯალაში მდებარე ხორცის მაღაზია დააკეტინა.

დაპირისპირება კი დღეს იმით გაგრძელდა, რომ მეგუთნიშვილმა ბაირამოვის მაღაზია ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილა.

ამ დროისათვის ტერიტორიაზე  გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

მსგავსი სიახლეები