ყველა მტკიცებულება გაყალბებულია - მეგის ქარდავამ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა
მეგის ქარდავამ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა - სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ სცნობს.
მისი თქმით, ,,ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლოში სამართალს ვერ იპოვის".
არსებობს პოლიტიკური დევნა იმ ადამიანების მიმართ, ვინც საქართველოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას იცავდა. ყველა მტკიცებულება გაყალბებულია, ჩვენებები მიღებულია შურისძიების, წამების და არადამიანური მოპყრობის საფუძველზე და აქედან გამომდინარე, ვინაიდან არანაირი ნდობა გამაჩნია იმისა, რომ აქ ჭეშმარიტება და ობიექტური განაჩენი დადგება, პროტესტის ნიშნად დარბაზს ვტოვებს"- თქვა მეგის ქარდავა.
საქმე პატიმრის წამბის ეპიზოდს ეხება. პროკურატურის მტკიცებით, ტერორიზმის ბრალდბით დაკავებული პატიმარი ქარდავამ მერვე დაწსბულებაში აწამა. საქმზე მეგის ქარდავს ბრალი 2014 წელს დაუსწრებლად წარედგინა.