სასამართლოზე მიიყვანონ და საზოგადოებამ ნახოს, შიმშილობს, თუ არა - თემურ ჯანაშია
"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თემურ ჯანაშიამ, მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოინახულა. რუსთავის მე-12-ე დაწესებულებაში ჯანაშია საქართველსო მესამე პრეზიდენტს რამდენიმე საათის განმავლობაში ხვდებოდა. მისი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე შესამჩნევად დამძიმდა.
ეტყობა უკვე ვიზუალურად წონაში კლებაც, როგორც ჩანს, წნევის თამაშიც აქვს, პულსიც არეული აქვს ცოტა. ბევრისთვის ეს საღლიცინო გახდა, მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ გამოიყვანონ ეს ადამიანი, ან სასამართლოზე მიიყვანონ, ან გამოაჩინონ ეკრანებთან, რომ საზოგადოებამ თვითონ ნახოს, რა მდგომარეობაშია პრეზიდენტი, შიმშილობს, თუ არ შიმშილობს", - ამბობს თემურ ჯანაშია.
მესამე პრეზიდენტი უკვე 34 დღეა, რუსთავის ციხეში შიმშილობს.