შესაძლოა, სააკაშვილის იდეები პარლამენტის ბიუროს დღის წესრიგშიც აღმოჩნდეს - გიორგი ვოლსკი
საპარლამენტო უმრევლესობის დეპუტატის ცინიზმი - გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი გარკვეული იდეებითაა შეპყრობილი და თუ ამ იდეებს საკანონმდებლო ორგანოს მიაწვდის, შესაძლოა, ის განიხილონ-კიდეც.
სააკაშვილი შეპყრობილი არის გარკვეული იდეით. ამ იდეას თუ გადაიტანს ფურცელზე, გვაქვს-ხოლმე პატიმრების შემოთავაზებები პარლამენტში, ზოგიერთი მათგანი ბიუროზეც იყო განხილული და მისი იდეა შეიძლება, დღის წესრიგშიც აღმოჩნდეს განსახილველ საკითხებს შორის - ამბობს გია ვოლსკი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტს სატელეფონო კომუნიკაციის უფლება ჩამორთმეული აქვს და ის თავის მომხრეებს მიმართვებს წერილობითი სახით უგზავნის.