პარლამენტში ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იკრიბებიან
ამ წუთებში პარლამენტში ოპოზიციური პარტიების წარმოამდგენლები იკრიბებიან. საკანონმდებლო ორგანოში უკვე მივიდა ,,ნაცმოძრაობის", ,,დროას", ,,ლელოს" წევრები.
,,ლელოს" წევრის, გრიგოლ გეგელიას, ინფორმაციით, კოალიციაში მყოფი ოპოზიციოური პარტიები ხვდებიან მნიშვნელოვან პარტნიორებს, რათა მოხდეს მსჯელობა და გამოსავლის ძიება ამ მძიმე ანტიდემოკრატიული ჩიხიდან.
უნდა დავაბრუნოთ არჩევნების იდეა, ახლა ვიკრიბებით კოალიციაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტები და უნდა დავიწყოთ მსჯელობა, როგორ უნდა გამოვიდეთ ამ მძიმე სიტუაციიდან. კიდევ ერთხელ უნდა შევაჯეროთ ჩვენი ტაქტიკა, განვიხილოთ, როგორ გამოვიდეთ ამ მძიმე ანტიდემოკრატიული ჩიხიდან და როგორ დავუბრუნოთ ყველა ქართველს იმის განცდა, რომ ამ ქვეყანაში კიდევ არსებობს სახელმწიფო, დემოკრატია და არჩევნები.
ჩვენ დღეს ვხვდებით მნიშვნელოვან პარტნიორებს იმ სიტუაციის გასაანალიზებლად, რაშიც ვიმყოფებით. - განუცხადა მედიას გრიგოლ გეგელიამ.