უნივერსიტეტების გაერთიანება - კობახიძე ამბობს, რომ დღეს მიქანაძეს შეხვდება და "კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე ჩამოყალიბდებიან"

07.02.26 11:55
უნივერსიტეტების გაერთიანება - კობახიძე ამბობს, რომ დღეს მიქანაძეს შეხვდება და "კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე ჩამოყალიბდებიან"

უნივერსიტეტების გაერთიანება - ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დღეს მინისტრ გივი მიქანაძეს შეხვდება და უშუალოდ მისგან მოისმენს სტუ-ს და თსუ-ს წარმომადგენლების მიერ გაჟღერებულ პოზიციებს, რის შემდეგაც "კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე" ჩამოყალიბდებიან.

„მე არ ვიჩქარებ კომენტარის გაკეთებას. დღეს გვექნება შეხვედრა განათლების მინისტრთან ერთად. უშუალოდ მისგან მოვისმენთ ინფორმაციას ამ შეხვედრის შინაარსთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე ჩამოვყალიბდებით კონკრეტულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. ჩვენი ამოცანა არის ძალიან მარტივი - დღეს უმაღლესი განათლების სისტემა, რბილად რომ ვთქვათ, არის მძიმე მდგომარეობაში. ჩვენი სისტემა ვერ აწვდის სათანადო ხარისხის განათლებას ქართველ სტუდენტებს და ჩვენი ამოცანაა ამ ყველაფრის თვისებრივად, არსებითად გამოსწორება. თუ ვინმე ამას ეწინააღმდეგება, ეს არ არის სწორი, მათ შორის, თუ ვინმეს სუბიექტური ინტერესები აქვს, ყველამ უნდა გადადოს გვერდზე საკუთარი სუბიექტური ინტერესები. მთავარი ამოცანა უნდა იყოს სტუდენტებისთვის, ქართველი ახალგაზრდებისთვის მაღალი დონის განათლების მიწოდება, ცოდნის გაზიარება. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და რა თქმა უნდა, ამისთვის გაკეთდება ყველაფერი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

უნივერსიტეტების გაერთიანებაზე მოლაპარაკებები გრძელდება - გუშინ განათლების სამინისტროში მინისტრთან გამართული შეხვედრიდან გამოსულმა პროფესორებმა თქვეს, რომ გივი მიქანაძემ ცალსახად დააფიქსირა პოზიცია, რომ გადაწყვეტილება სტუ-ს და თსუ-ს გაერთიანებაზე უკვე მიღებულია, თუმცა მოლაპარალებები ბოლომდე დასრულებული არ არის.

ასევე ნახეთ: