უწყვეტი პროტესტი სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით - რუსთავის ციხესთან მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები შეიკრიბნენ
უწყვეტი პროტესტი მიხელ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. ამ წუთებში კიდევ ერთი მთავარი ეპიცენტრი რუსთავის ციხეა. იქ დღესაც ასობით მხარდამჭერი მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით შეიკრიბა
რუსთავის ციხესთან დღეს სიტყვით არ გამოდიან პოლიტიკოსები. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ითხოვენ. ეს იმის დემონსტირებაა, რომ მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების საკითხი მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებზე არ გადის და ის ახლა საზოგადეობის დიდი ნაწილის ინტერესს წარმოადგენს.
რუსთავის ციხესთან აქციის მონაწილეების ნაწილი ავტოკოლონით ჩავიდა.
მათი განცხადებით, მომდევნო დღეებში ციხესთან აქციას პერმანენტული ხასიათი ექნება.
პარალელურად, აქციისთვის ემზადებიან ზუგდიდში, რომელიც 20 საათზე დაიწყება.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი საპატიმროში პროტესტის ნიშნად უკვე 34-ე დღა, რაც შიმშილობს.