ლეგიტიმაციის დაკანონება მხოლოდ ავტორიტარულ სახელმწიფოებში შეიძლება მოხდეს - სიორიძე

07.02.26 15:06
ლეგიტიმაციის დაკანონება მხოლოდ ავტორიტარულ სახელმწიფოებში შეიძლება მოხდეს - სიორიძე

 

 

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი სიორიძე ამბობს, რომ ლეგიტიმაციის დაკანონება, რასაც ახლა "ოცნება" ცდილობს, მხოლოდ ავტორიტარულ სახელმწიფოებში შეიძლება მოხდეს. 

  • ირაკლი კობახიძემ დღეს თქვა, რომ სურს, პარლამენტმა ხელისუფლების არაღიარების კრიმინალიზების კანონი რაც შეიძლება მალე მიიღოს. 

ლეგიტიმაციის კრიზისი აქვთ, მაგრამ ამის დაკანონება არის წარმოუდგენელი.  ეს ავტორიტარულ სახელმწიფოებში შეიძლება მხოლოდ მოხდეს. დემოკრატიულ სახელმწიფოებში ეს არის უბრალოდ კონსტიტუციური წესრიგის შემადგენელი ნაწილი, კონსტიტუციური უფლება, რომელიც აქვთ პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკოსებს და ადამიანებს. გავიხსენოთ პრეზიდენტი ტრამპი, რომელიც კითხვის ნიშნებს სვამდა არჩევნების სამართლიანობასა და გაყალბებაზე. როდესაც ჩვენ ამას ვამბობთ,  დიახაც ვართ კონსტიტუციის ერთგულები", - აცხადებს გიორგი სიორიძე.