ვინ იბრძვის სკამების შესანარჩუნებლად? - სტუ-ს რექტორის პირველი კომენტარი კობახიძის განცხადებაზე

07.02.26 17:02
ვინ იბრძვის სკამების შესანარჩუნებლად? - სტუ-ს რექტორის პირველი კომენტარი კობახიძის განცხადებაზე

 

 

ვინ იბრძვის სკამისთვის და პოსტების შესანარჩუნებლად? - სტუ-ს რექტორი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე პირველ კომენტარს "პირველებთან" აკეთებს.

  • ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ უნივერსიტეტებში არიან ადამიანები, რომლებსაც სუბიექტური ინტერსები აქვთ - "მაგალითად ვიღაცა დღეს არის რექტორი და უნდა დარჩეს რექტორად"
  • ჩვენ მომავალ თაობაზე უნდა ვიფიქროთ და არა იმაზე, ვინ რა სკამზე დარჩება დღეს თუ ხვალ  - აცახდებს კობახიძე. 

დავით გურგენიძე ირწმუნება, რომ "ოცნების" პრემიერს მის განცხადებაში ის არ მოუაზრებია. 

რექტორი ამბობს რომ შესაძლოა სამეცნიერო საზოგადეობაში მართლაც მოიძებნებოდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც სკამებისთვის იბრძოდნენ და ამის შესახებ ინფორმაცია ირაკლი კობახიძეს ჰქონდეს. 

მე არმგონია, რომ მოაზრებული ვყოფილიყავი. არც ჯაბა მგონია. აქ არ არის სკამებზე საუბარი. აქ არ არის თანამდებობებზე საუბარი. ის პრემიერმინისტრია. მას აქვს თავისი მოსაზრებები, თავისი ინფორმაციები. შეიძლება ვიღაცას უნდა, მან იცის ეს და გავერკვევით მაგაშიც. ჩვენ ვართ დიალოგის რეჟიმში და რა თქმა უნდა, ყველაფერს მოვახსენებ ბატონ პრემიერს როცა შევხდები. რა თქმა უნდა, ალბათ ამის საშუალება იქნება, რადგან მას დიალოგი უყვარს ძალიან და შეუძლია დიალოგი აკადემიურ წრეებთან", - აცხადებს დავით გურგენიძე.