კობახიძე: უნივერსიტეტებში ადამიანებს აქვთ სუბიექტური ინტერესები - ვიღაცა დღეს არის რექტორი და უნდა დარჩეს რექტორად
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ უნივერსიტეტში (საუბარია თსუ-სა და სტუ-ზე) არიან ადამიანები, რომლებსაც სუბიექტური ინტერესები აქვთ - "ვიღაცა დღეს არის რექტორი და უნდა დარჩეს რექტორად".
"ჩვენ მომავალ თაობაზე უნდა ვიფიქროთ და არა იმაზე, ვინ რა სკამზე დარჩება დღეს თუ ხვალ" - აცხადებს კობახიძე.
"ოცნების" პრემიერს დღეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს გადაიხედება თუ არა ორი უნივერსიტეტის გაერთიანებაზე მიღებული გადაწყვეტილება:
არის ერთადერთი რამ, რაც არ გადაიხედება, ეს არის ის, რომ ამ სისტემას სჭირდება ფუნდამენტური ცვლილებები, ფუნდამენნტური რეფორმა, იმისათვის, რომ ქართველმა ახალგაზრდებამ მიიღონ სათანადო განათლება. რაც შეეხება უნივერსიტეტებს, მანდ ადამიანებს აქვთ სუბიექტური ინტერესები. მაგალითად ვიღაცა დღეს არის რექტორი და უნდა დარჩეს რექტორად. ვიღაცა დღეს არის დეკანი და უნდა დარჩეს დეკანად. ვიღაცა ფიქრობს, რომ შეიძლება პროფესორად ვერ დარჩეს თავის ქვეყანაში. ჩვენ ყველას ვეუბნებით ერთადერთ რამეს, არათუ კადრების შემცირებაზეა საუბარი, არამედ, იმდენად მწირია ადამიანური რესურსი ჩვენს განათლების სისტემაში, რომ მაქსიმალურად მოვუფრთხილდებით ყველა ადამიანს, რომელის არის პროფესიონალი. ამიტომ ყველამ უნდა გადადოს გვერდზე საკუთარი სუბიექტური ინტერესები. რაც შეეხება თვითონ ამ ქრონოლოგიას, ჩვენ როცა გვაქვს პრინციპული გადაწყვეტილებები, გვირჩევნია, რომ ჯერ გამოვაცხადოთ ეს გადაწყვეტილება და შემდეგ შევიდეთ დისკუსიაში ამ თენასთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში სპეკულაციები, რომელიც სუბიექტურ ინტერესებს ეფუძნება, იქნება კიდევ უფრო მძაფრად წარმოდგენილი. ჩვენ ახალგაზრდებზე და მომავალ თაობაზე უნდა ვიფიქროთ და არა იმაზე, ვინ რა სკამზე დარჩება დღეს თუ ხვალ.
ასევე ნახეთ:
უნივერსიტეტების გაერთიანებაზე მოლაპარაკებები გრძელდება - გუშინ განათლების სამინისტროში მინისტრთან გამართული შეხვედრიდან გამოსულმა პროფესორებმა თქვეს, რომ გივი მიქანაძემ ცალსახად დააფიქსირა პოზიცია, რომ გადაწყვეტილება სტუ-ს და თსუ-ს გაერთიანებაზე უკვე მიღებულია, თუმცა მოლაპარალებები ბოლომდე დასრულებული არ არის.
ასევე ნახეთ: