არა და არასდროს! ჩემი პოზიცია სააკაშვილის შეწყალებაზე მყარი და უცვლელია - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეწყალების საკითხზე სალომე ზურაბიშვილის პოზიცია "მყარი და უცვლელია".
პოზიცია ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე მყარი და უცვლელია. არა და არასდროს. ყოფილი პრეზიდენტი არც პოლიტიკური პატიმრობის და არც უდანაშაულობს სპექტრის არც ერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს. ის არის ნებაყოფლობით და არალეგალური გზით ქვეყანაში შემოღწეული მსჯავრდებული, რომლის შემოსვლაც მიზნად ისახავდა დესტაბილიზაციას"- განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, მაღალი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ინტერესისა, მესამე პრეზიდენტი უნდა იყოს მიჩნეული განსაკუთრებულ პატიმრად.
ეს მოითხოვს პენიტენციური ადმინისტრაციისგან და ხელისუფლებისგან განსაკუთრებულ ყურადღებას, ყველა ზომების მიღებას, რათა მისი ჯანმრთელობის გაუარესება არ იქნას გამოყენებლი პოლიტიკური სპეკულაციის ან დესტაბილიზაციის მიზნით. ეს არის და ეს. ამ საკითხს მე არ დავუბრუნდები"- აცხადებს ზურაბიშვილი
ქართული ოცნების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკვე 34-ე დღეა, ციხეში შიმშილობს.